ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში - ქობულეთელები მინისტრს დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო აჭარის უმაღლეს საბჭოს სხდომათა დარბაზში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ჯაბა ფუტკარაძეს ქობულეთელები დაუპირისპირდნენ. მოქალაქეები ბობოყვათის მიწების აუქციონზე გამოტანას აპროტესტებენ და აჭარის მთავრობისაგან აუქციონის გაუქმებას მოითხოვენ.

დაპირისპირებამ სხდომათა დარბაზიდან მალევე გარეთ გადაინაცვლა და ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ბობოყვათში მიწების გასხვისება ადგილობრივებმა 19 ივნისს სარკინიგზო მაგისტრალის გადაკეტვით გააპროტესტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება და დაკავებები მოჰყვა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი