ირაკლი ღარიბაშვილი თავისი წლიური მოხსენებით დეპუტატების წინაშე 25 ივნისს წარსდგება. პრემიერმინისტრი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ანგარიშს პარლამენტში პარასკევს წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის მოხსენება 151 გვერდიანია.