შინაგან საქმეთა მინისტრის კრიმინალური წარსული და ვახტანგ გომელაურის თანამზრახველები. "მთავარმა არხმა" ასევე გაარკვია, რომ წლების წინ მომავალ პირველ პოლიციელთან ერთად კონდრაბანდული ტვირთის ქვეყანაში შემოტანას "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მაღალჩინოსანი გიორგი ხადური მფარველობდა. დღეს ივანიშვილის კლანი ყველა გზით ცდილობს უმაღლესი თანამდებობის პირების ბრალეულობის დაფარვას და არც უხერხულობას უქმნის ის ფაქტი რომ მინისტრთა კაბინეტის წევრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე მძიმე ბრალდებით გასამართლებულებიც არიან.
გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ შს სამინისტროში. პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ინფორმაციას ტყუილი უწოდეს.
ამავე თემაზე: