"მთავარის" ინფორმაციით, გომელაურთან ერთად ციხეში სდსს-ს უფროსის მოადგილეც იჯდა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ამჟამინდელ შს მინისტრ, ვახტანგ გომელაურთან ერთად, 90-იან წლებში ერგნეთის კონტრაბანდასთან კავშირში იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ხადური. ის გომელაურთან ერთად იყო დაკავებული და მალევე გამოუშვეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ და ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტების გასაჯაროვება მხოლოდ იმაზე მოწმობს, რომ "ოცნების" წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. 

რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გომელაური დიდი ხნის გადამდგარი უნდა იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი