
უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას ირაკლი კობახიძე ეხმაურება და ამბობს, რომ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვილებებეის მისაღებად საკმარისი რესურსი აქვს. კობახიძე ოქრიაშვილის განცხადებას "სამწუხაროს" უწოდებს და ამბობს, რომ ცვლილებები აუცილებლად დამტკიცდება.
ეს არის ძალიან სამწუხარო განცხადება და ჩვენ გვექნება ძალიან პრინცპიპული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებოთ. თუმცა თუ იქნება ყველა სხვა პარლამენტარის მხარდაჭერა მათ შორის ოპოზიციიდან, გარდა იმ პოლიტიკური პარტიებისა, რომლებიც აგრძელებენ სპეკულაციებს, ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებთან, დამატებთ ორ ფრაქციასთან ერთად მივიღოთ ცვლილებები, - ამბობს კობახიძე.
კახა ოქრიაშვილის განცხადებით, იმისთვის რომ პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდეს, ქვეყნის პრეზიდენტმა პოლიტიკურ პატიმრებად წოდებული ადამიანები უნდა შეიწყალოს.