რაღაც სქემაში გახვიეს, ვიღაცამ ისარგებლა ამის ანგარიშით - თაღლითობისთვის დაკავებულთაგან ერთი ენმ-ს წევრია

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ დაკავებული სამი პირიდან, რომელსაც გამოძიება ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობას ედავება, ერთ-ერთი, თამაზ შოშიტაშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრობის" საბურთალოს ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელია.

დაკავებული ადვოკატი ამბობს, რომ შოშიტაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. დიანა მარტიაშვილის განმარტებით, შოშიტაშვილი ამავე საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის მეგობარია და მას დახმარების მიზნით მისი პირადი ბარათის მონაცემები მისცა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება რასაც ედავებიან, მისთვის ყველაფერი უცნობი იყო, არანაირ შპს-ებთან შეხება არ ჰქონია. ერთადერთი ვარაუდობს, რომ მეგობარმა მას უთხრა, თითქოსდა მეგობარს ყადაღა ჰქონდა დადებული საბანკო ანგარიშზე და ბარათის გაკეთება სთხოვა",- თქვა დიანა მარტიაშვილმა.

ოჯახის წევრი კი ამბობს, რომ სავარაუდოდ დაკავებული რაღაც სქმეში გახვიეს, მისი ანგარიშით კი სხვამ გამოიყენა.

სუს-მა ჯგუფურად დიდი ოდენობის თაღლითობის ფაქტზე სამი პირი დღეს, 22 ივნისს დააკავა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი