"ბატონი მდინარაძე და ქართული ოცნების სხვა ვარსკვლავები, ინტელექტუალები ქართული ოცნებისა, დიდი ხანია უკვე сам дурак-ის პრინციპით მოქმედებენ.
იხსენებენ რაღაც რეზოლუციას, რომელიც სინამდვილეში ჩვენთვის მნიშვნელოვანი რეზოლუციაა, რომელიც მომავალში დეოკუპაციის, საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება".
ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდირაძის განცხადებებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით.