რუსული რიტორიკა "ქართული ოცნების" გამეორებით - მმართველი პარტიის ლიდერები კვლავ ხმამაღლა ცდილობენ დაამტკიცონ, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო. "ხელისუფლებასთან ინტერვიუში" მამუკა მდინარაძე ამისთვის საერთაშორისო რეზოლუციებსაც კი იყენებს და "ნაციონალურ მოძრაობას" ომის დაწყებასთან ერთად, ამ ფაქტის ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით აღიარებაშიც ადანაშაულებს.
ოპოზიცია ბრალდებებს მყისიერად პასუხობს. ხელისუფლების ოპონენტები გარდა ფაქტებისა, რომლებიც ამტკიცებს "ქართული ოცნების" სიცრუეს, ივანიშვილის პოლიტიკურ კლანს კრემლის ინტერესების რეალიზებაშიც ადანაშაულებენ, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" დისკრედიტაციის მცდელობით "ქართული ოცნება" რეალურად საქართველოს აზარალებს.
იხილეთ ასევე: