ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად! - ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იკრიბებიან. ისინი რამდენიმე წუთში სოფელ ქვემო ჭალაში მანქანების კოლონებით გაემგზავრებიან და გახელაძეების ოჯახის აქციას შეუერთდებიან.
სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ქმედების დროა, რადგან ხელისუფლების არაერთი დაპირების მიუხედავად, გახელაძის უკანონო ტყვეობის დასრულებისთვის მთავრობისგან არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 11 თვეზე მეტია, რაც პატიმრობაში რჩება, დეფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ და მას დაქვემდებარებულმა ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხელისუფლებამ დაპირებების მიუხედავად, ზაზა გახელაძის გათავისუფლება ვერ შეძლო. ამავე თემაზე: