მოსამართლეების დანიშვნები არ შეჩერდება - "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების დანიშვნა არ შეაჩერა - გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ირაკლი კობახიძე თქვა, რომ დროებით ახალი კანდიდატების შერჩევა დაპაუზდება, უკვე შერჩეულების გამწესებას კი ხელისუფლებას ხელს არ შეუშლის.

როგორც პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კობახიძემ განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით ასახავს და ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს  და 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდათ შარლ მიშელის შეთანხმების ყველა პირობა:

"ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური პარტიების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება", - თქვა კობახიძემ

მოსამართლეთა დანიშვნების შეჩერებას ითხოვენ საქართველოში ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო პარტნიორები. 

ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმაც გააკეთა .

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი