საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიებს შორის 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი რეფორმების გატარებამდე უნდა შეჩერდეს.
"ჩემს მოწოდებებზე მნიშვნელოვანი არის ის ვალდებულებები, რომლებიც პოლიტიკურმა ლიდერებმა აიღეს როდესაც მოილაპარაკეს და ხელი მოაწერეს 19 აპრილის შეთანხმებაზე. ეს შეთანხმება კი გულისხმობს, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეწყდება, სანამ რეფორმები არ გატარდება. ხოლო ვიდრე რეფორმები გატარდება, მათ ასევე, მოილაპარაკეს, რომ იქნებოდა დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორი სასამართლო სისტემაა საჭირო ქვეყნისთვის. ჩვენც სწორედ ამას ველით, შეთანხმება შეთანხმებაა და პროცესი აუცილებლად უნდა დაპაუზდეს ვიდრე სასამართლო რეფორმაზე დებატები არ გაიმართება", - თქვა კელი დგენანმა.
მისი განცხადებით, პარლამენტს აქვს ვალდებულება შეაჩეროს დანიშვნები, გაიმართოს დებატები და შეფასდეს გატარებული რეფორმები.