მიხეილ კალანდიასთვის პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში დევნის შეწყვეტას ითხოვს

გამოქვეყნდა:

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიასთვის პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდში სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს. 

შესაბამისი შუამდგომლობით პროკურორმა მოსამართლეს დღევანდელ პროცესზე მიმართა. 

კალანდიას ადვოკატი კი ამბობს, რომ არ ეთანხმება შუამდგომლობას, საქმე პოლიტიკური დაკვეთით მიმდინარეობს და რომ აღნიშნული შუამდგომლობის დაყენება ბრალდების მხარეს 3 წლის განმავლობაში შეეძლო.

ადვოკატმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობით მიმართა.

სხდომა 24 ივნისამდე გადაიდო.

სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, სასჯელი 11 წლითა და 3 თვემდე შემცირდა

გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა კი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია. აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი