ასეთი განცხადებები არ უნდა ვიჩქაროთ - ვაშაძე პარლამენტის დატოვებაზე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" მოსამართლეების შერჩევის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტიდან გამოსვლის გადაწყვეტილებაზე არ უნდა იჩქაროს.

ვაშაძის თქმით, პარტიებმა გადაწყვეტილება, პარლამენტიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორებთან უნდა შეათანხმონ, ვინაიდან, ისინი შეთანხმების მესამე მხარე არიან.

მისივე თქმით, თუ "ქართული ოცნება" შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმებას დაარღვევს, ამას ევროკავშირისგან შესაბამისი სანქციები მოყვება.

"თუ ქართული ოცნება ფუნდამენტურად დარღვევის გზას დაადგა, შესაბამისი სანქციები, წინაპირობები ექნება საქართველოს მაკროფინანსურ დახმარებას. ამას უკვე იხილავს ევროკავშირიც და ეს დადასტურდა სენატორების განცხადებებით, რომლებმაც თქვეს, რომ დიახ, წინაპირობები იქნება მაკროფინანსურ დახმარებებზე.

მე ავუხსნი ჩემს სტრატეგიას და ჩემ ხედვას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები არ უნდა ვიჩქაროთ. პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც გარანტი არიან ამ შეთანხმების და შეთანხმების მესამე მხარე არიან, მათთან უნდა გავიაროთ ეს საკითხი,-თქვა გიორგი ვაშაძემ.

დღეს, 23 ივნისს "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რომ თუ "ქართული ოცნება" მოსამართლეების დანიშვნის პროცესს გააგრძელებს ოპოზიცია პარლამენტიდან გავიდეს. ხაზარაძის ინიციატივას იზიარებს კახა ოქრიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი