ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო მსვლელობა სოფელ სამთავისში, ტაძართან დასრულდა. აქციას შეუერთდნენ გახელაძეების თანასოფლელები, ახლობლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსებო.
დღეს ზაზას დაბადების დღეა. ოჯახმა ხელისუფლებას კიდევ ერთი ვადა მისცა:
ხელისუფლებას ვაძლევთ კიდევ დროს, ერთ ვადას, ეს ვადა იქნება რა პასუხი მოვა პატრიარქისგან, არ გამოვრიცხავთ არაფერს, გავაგრძელებთ ბრძოლას - ამბობს ზაზა გახელაძის მეუღლე.
მსვლელობა სოფელ ქვემო ჭალაში დაიწყო. გატაცებული გახელაძის მამამ დღეს გეგმებიც შეცვალა და პატრიარქის თხოვნით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა გადაიფიქრა. მიხეილ გახელაძემ დღეს თქვა, რომ თუ მის შვილს "რამე არ ეშველება, გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს"