ულტიმატუმების ენით საუბარი არ მგონია სწორი - სამნიძე "ლელოს" ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

ხათუნა სამნიძეს ულტიმატუმების ენით საუბარი სწორი არ ჰგონია - "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი, "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, რომ თუ "ოცნება" მოსამართლეების დანიშვნას გააგრძელებს პარლამენტი დატოვონ, "მთავარი არხის" ეთერში გამოეხმაურა:

"ძალიან ადრეა ლაპარაკი ვინ რჩება პარლამენტში და ვინ არა, დღეს ჩვენ ვართ პარლამენტში და ნიშნავს, რომ სანამ პარლამენტში ვართ ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ. მე დღეს ულტიმატუმების ენით საუბარი არ მგონია სწორი, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ულტიმატუმების ენით დავიწყეთ საუბარი და დღესვე ვთქვით, რომ თუ ამას გააკეთებს "ოცნება" მე წავალ ბრძოლის ველიდან და იქიდან დავაკვირდები რას გააკეთებს "ქართული ოცნება", ეს მე სწორი არ მგონია", - თქვა ხათუნა სამნიძემ. 

სამნიძემ აღნიშნა, რომ კობახიძეს და მის გუნდს თვითმმართველობის არჩევნების ეშინია, ამიტომ "კუნთების თამაში" დაიწყეს და ოპოზიციაც იგივენაირად არ უნდა მოიქცეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი