ირაკლი კობახიძის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ოქრუაშვილი რუსეთის აგენტია და გიგი უგულავა კრიმინალი, "ევროპულ საქართველოში" ეხმაურებიან.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებისთვის სწორი ნაბიჯი იყო, კობახიძის განცხადებები კი რიტორიკა.
არ არის მნიშვნელოვანი, რა რიტორიკა ახლდა ამას თან. ჯობდა, რომ არ ყოფილიყო ასეთი რიტორიკა, მაგრამ ეგრე ბევრი რამე ჯობდა. თუ გნებავთ, ასე გააგრძელონ რიტორიკა, მაგრამ ეს შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს. გიორგი რურუაც უნდა იყოს თავისუფალი და ქვეყანა უნდა ჩადგეს შედარებით, არსებითად ნორმალურ ჩარჩოებში. რიტორიკა ჯობდა რომ ნორმალური ყოფილიყო, მაგრამ რას ვიზამთ, - ამბობს ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს შეიწყალა. მის ამ გადაწყვეტილებას "ქართულ ოცნებაში" გამოეხმაურნენ და ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მკვლელების, ბიუჯეტის ქურდებისა და რუსეთის აგენტების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის.