აშშ-ს საელჩო საქართველოში, მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას შარლ მიშელის დოკუმენტს ახსენებს და მეტი თვალსაჩინოებისთვის ყვითლად აქვს მონიშნული შეთანხმების პუნქტები.
"19 აპრილს ქართული ოცნება და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ "მიმდინარე დანიშვნების პროცესი უნდა შეჩერდეს", უნდა მიიღონ ყოვლისმომცველი და ინკლუზიური სასამართლო რეფორმა და ახალი კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოსთვის",- წერს საელჩო ტვიტერზე
დღეს, 23 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა არ შეჩერდება. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.