ამ კვლევებში ეჭვი გვეპარება, 43% დამაჯერებლად გადავაბიჯებთ - "ოცნება" IPSOS-ის კვლევაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებულ IPSOS-ის კვლევებს ეჭვის თვალით უყურებს და არ ენდობა. დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ მომავალ არჩევნებში მინიმუმ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაიმეორებენ, ან უფრო მაღალი მაჩვენებელი ექნებათ.

"ამ კვლევებში ეჭვი გვეპარება და არა მხოლოდ ჩვენ გვეპარება, ოპოზიციის დიდ ნაწილსაც ეპარება ეჭვი. ზოგადად, ეს კვლევები, რომელიც გამოქვეყნდა დიდ ეჭვს იწვევს ჩვენში, და ჩვენ იგივე კვლევები რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყნდებოდა, ვნახეთ, რომ აბსოლუტურად აცდა საბოლოო შედეგებს, ამიტომ, ნდობა რა თქმა უნდა, ამ კვლევის მიმართ არ არსებობს", - თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, შალვა პაპუშვილმა.

კვლვების მიმართ ინდიფერენტულია დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილის, რომელიც დარწმუნებულია, რომ მომავალ არჩევნებში "ქართული ოცნება" 43%-ს დამაჯერებლად გადააბიჯებს. 

საპირისპიროს აჩვენებს IPSOS-ის კვლევა, რომლის მიხედვითაც, ხვალ რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას მიერ ახლადშექმნილ პარტიას - "საქართველოსთვის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი