გენერალური პროკურატურის განცხადებით, თბილისში "გალფის" სადგურის ოპერატორზე დანით თავდასხმისა და დაყაჩაღების გამო ბრალდებულ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა 2020 წლის 1 ოქტომბერს მოხდა. ბრალდებული ს.ე. კი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია.

"გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ს.ე. დანით თავს დაესხა „გალფის“ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ავტოგასამართი სადგურის კუთვნილ თანხას", - წერია უწყების განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი