"ქართული ოცნება" ბარიერს ვერ ლახავს - პირველი კვლევა თვითმმართველობის არჩევნებამდე

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური რეიტინგი "ქართულ ოცნებას" წონასწორობას აკარგინებს. პარტიის ლიდერი კონკრეტულ რიცხვებზე საუბრისას მოთმინებას კარგავს და მისთვის დამახასიათებელ აგრესიულ რიტორიკას უბრუნდება.

"ქართული ოცნების" დანარჩენი წევრები კი აშკარად დაზეპირებულ საერთო გზავნილს ერთხმად იმეორებენ და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მიხეილ სააკაშვილმა და გიორგი გახარიამ საერთო შეთქმულება წამოიწყეს.

ხელისუფლების ოპონენტები კი ძირითადად ახალი მონაცემების ანალიზით არიან დაკავებული.

იპსოსის კვლევა ორ მთავარ ფაქტს აჩვენებს - გიორგი გახარიას პარტია მოულოდნელ მესამე პოზიციას იკავებს და ადგილობრივ არჩევნებში ქართული ოცნება ბარიერს ვერ გადალახავს. 

კვლევა იპსოსმა "მთავარი არხის" დაკვეთით ივნისის შუა რიცხვებში ჩაატარა. პირისპირ გასაუბრების ფორმატით, მკვლევარებმა 18 წლის ასაკის ზემოთ ათასი რესპონდენტი, შემთხვევითი შერჩევის  პრინციპით გამოკითხეს. მონაცემებში ცდომილება  +/- 3%-ია. 

IPSOS-ის კვლევა "მთავარი არხის" დაკვეთით
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი