"მთავარი არხის" დაკვეთით იპსოს-საქართველომ პოლიტიკური კვლევა ჩაატარა. შედეგები ცხადყოფს, რომ მოსალოდნელი ცვლილება პოლიტიკურ რეიტინგებში უკვე მოხდა, გამოკითხულთა უმრავლესობა კი ისევ ფიქრობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.

კვლევის შედეგები შემდეგია:

IPSOS-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 23% "ნაციონალურ მოძრაობას", 8% კი გიორგი გახარიას მიერ ახლადშექმნილ პარტიას - "საქართველოსთვის". სხვა პარტიების შესახებ მონაცემები კი ასეთია:

  1. "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 5%
  2. "ევროპული საქართველო" - 3%
  3. "ლეიბორისტული პარტია" - 3%
  4. "პატრიოტთა ალიანსი" - 3%
  5. "ლელო საქართველოსთვის" - 2%
  6. "სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%
  7. "მოქალაქეები" - 2%
  8. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 1%
  9. "დროა" - 1%
  10. "გირჩი" - 1%
  11. "ერთობა, რაობა, იმედი - ერი" - 1%
  12. სხვა - 2%
  13. უარი პასუხზე - 11%

IPSOS-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 75% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.  გამოკითხულთა 25% კი ფიქრობს, რომ პირიქით.

ქვემოთ მოყვანილი საკითხებიდან, რომელია თქვენთვის მნიშვნელოვანი არჩევნებში გადაწყვეტილების მისაღებად? (შესაძლებელია 3 პასუხი), მოსახლეობამ ასე უპასუხა:

  • დასაქმება - 43%
  • ეკონომიკა - 39%
  • სიღარიბე - 29%
  • ინფლაცია/ფასების ზრდა - 28%
  • ჯანდაცვა - 25%
  • განათლება - 22%
  • პენსიები - 20%
  • ლარის დევალვაცია - 15%
  • ადამიანის უფლებები - 10%
  • პანდემიის ეკონომიკური შედეგები - 8%
  • ბრძოლა კრიმინალთან - 8%
  • სახელმწიფო უსაფრთხოება - 7%
  • ჯანდაცვა პანდემიის პირობებში - 6%
  • საგარეო პოლიტიკა - 5%
  • დემოკრატია - 5%.

როგორ შეაფასებდით საქართველოს დემოკრატიის ხარისხს, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • კარგად განვითარებული - 10%
  • საშუალოდ განვითარებული - 55%
  • ცუდად განვითარებული - 35%

ხოლო კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატია საქართველოსთვის - შედეგები შემდეგია:

  • ძალიან მნიშვნელოვანი - 86%
  • ზომიერად მნიშვნელოვანი - 12%
  • არ არის მნიშვნელოვანი - 2%

უნდა შესულიყო თუ არა ნიკა მელია პარლამენტში?

გამოკითხულთა 62% ფიქრობს, რომ ენმ-ს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში უნდა შესულიყო, 38%-ის აზრით კი არა. 

კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი - პასუხები ასეთია:

  • კი - 90%
  • არა -10%

ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შემდეგ, უნდა შესულიყო თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში? - კითხვაზე პროცენტული მაჩვენებლები ასეთია:

  • კი - 65%
  • არა - 35%

გამოკითხულთა უმეტესობა მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას პოზიტიურად აფასებს. უფრო კონკრეტულად, როგორ აფასებთ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას? პასუხები შემდეგია: 

  • ძალიან პოზიტიურად - 27%
  • პოზიტიურად - 44%
  • ნეგატიურად - 19%
  • ძალიან ნეგატიურად - 10%

და ბოლოს, "იფსოსის" კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 20% ახალ ამბებს "მთავარი არხისგან" იგებს. რომელი არხისგან იგებთ ახალ ამბებს და პოლიტიკურ ინფორმაციას? - ამ კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • იმედი - 28%
  • მთავარი არხი - 20%
  • TV პირველი - 13%
  • რუსთავი-2 - 13%
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი - 4%
  • ფორმულა - 4%
  • მაესტრო - 3%
  • პალიტრა TV - 2%
  • ობიექტივი - 2%
  • აჭარის ტელევიზია - 2%
  • კავკასია - 1%
  • სხვა - 8%

კვლევა ჩატარებულია "მთავარი არხის" დაკვეთით ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ. გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპოდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი