კომპანია იპსოსის მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მაშინ,როცა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, ამავე კითხვაზე უარყოფით პასუხს 64% აფიქსირებდა, ახლა ეს მაჩვენებელი ბევრად გაზრდილია.
გამოკითხული მოქალაქეების 90% ფიქრობს რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჯერ დასრულებული არ არის. ქვეყნის მთავარ გამოწვევად კი კვლავ უმუშევრობა რჩება.
სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, დასაქმება და სიღარიბე საქართველოში კვლავ პირველი პრობლემაა. ოცნების ხელისუფლება კი მმართველობის 9 წლის თავზე ისევ დაპირებებით ცდილობს მოსახლეობის გულის მოგებას და გვარწმუნებს, რომ ამჯერად ქვეყნის განვითარების 10 წლიან გეგმაზე მუშაობას იწყებს.
მოსახლეობის უმეტესობა გაჭირვებაში ცხოვრობს,უმუშევრობის მაჩვენებელი უმაღლეს ნიშნულზეა, ფასები ყოველდღიურად იზრდება, ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან ქრება, მმართველი პარტია კი ფიქრობს რომ - ასე ვითარდება ქვეყანა.