
გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებები. ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და ანა ფოტიგა განცხადებებს "ტვიტერის" საკუთარ გვერდებზე აქვეყნებენ.
მივესალმები უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას, როგორც დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმულ კეთილსინდისიერ ნაბიჯს, - წერს კალიურანდი.
მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების - გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ პროგრესს. ველოდები, რომ 2020 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება, - წერს ფოტიგა.
ევროპარლამენტარი ტვიტს ქართულ ენაზე ავრცელებს

ოპოზიციური ლიდერების გათავისუფლებას მალევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება სწორ ნაბიჯად შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების აქტი 15 მაისს გამოსცა. ოპოზიციის ლიდერებმა საპყრობილე შეწყალებიდან რამდენიმე საათში დატოვეს.