
2 ძირი კანაფის გამო მუსიკოს გიორგი სლოევს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მუსიკოსი თბილისში მეგობრის სახლში რამდენიმე ადამიანთან ერთად იმყოფებოდა რა დროსაც იქ პოლიცია მივიდა და ორ ქოთანში ჩარგული მარიხუანა იპოვა. სამართალდამცველებმა ბრალი არა მფლობელს, არამედ მის სტუმარს წაუყენეს და მხოლოდ სლოევი დააკავეს.
მეგობარი ადასტურებს, რომ კანაფი მას ეკუთვნოდა, თუმცა პოლიციას იგი ამ დრომდე არც გამოუკითხავს.
"ყველაფერი იყო ჩემი, წესით და რიგით უნდა იცოდნენ. არავის არ დავუბარებივარ გამოსაკითხად. არარეალურია, რომ ჩემს გამო უსამართლოდ იჯდეს სხვა ადამიანი, როცა ყველანაირი მტკიცებულება, თვითმხილველი და ყველაფერი ადასტურებს, რომ სპეციალურად აკეთებენ ეგრე", - ამბობს დაკავებულის მეგობარი, გიორგი ჯიმშიაშვილი.
დაკავებულის ოჯახი აცხადებს, რომ გიორგი სლოევი უდანაშაულოა და ვაკე-საბურთალოს პოლიცია მას უკვე წლებია, მათთვის გაურკვეველი მიზეზით დევნის. ისინი შანტაჟზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ სახლთან მუდმივად დგას "შკოდის" მარკის ავტომობილი და საიდანაც უთვალთვალებენ.
"ვიცი, რომ ფული უნდათ, ფულის გამო აკეთებენ ამას", - ამბობს დაკავებულის დედა.
დაკავებულის უფლებებს "გირჩი-მეტი თავისულების" წევრი იცავს.