სუბარს "ეჩვენება", რომ ელჩები მოსამართლეების დანიშვნაზე "ზედმეტად მკაცრ" შეფასებებს აკეთებენ

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატს, სოზარ სუბარს "ეჩვენება", რომ ელჩების მიერ სასამართლო რეფორმაზე გაკეთებული შეფასებები "ზედმეტად მკაცრია".

"მეჩვენება გადაჭარბებული და მართლა ძალიან მიკვირს, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ზედმეტად მკაცრ შეფასებებს სასამართლო რეფორმის მიმართ, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ რეფორმა არის დამთავრებული", - ამბობს სუბარი.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მმართველ გუნდსა და პარლამენტს არაერთხელ მოუწოდეს, შეჩერდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, მინიმუმ იქამდე, ვიდრე მართლმსაჯულების რეფორმა არ განხორციელდება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი