"საშიში და მნიშვნელოვანი დანაშაულები აღვკვეთეთ" - ღარიბაშვილის განმარტება ირანელი ბიზნესმენის ბრალდებაზე

გამოქვეყნდა:

ირანელი ბიზნესმენისთვის ბიზნესის ჩამორთმევა - ეს იყო ერთ-ერთი ის საკითხი რაზეც პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. მმართველი პარტიის დეპუტატის, გია ვოლსკის შეკითხვის საპასუხოდ, ღარიბაშვილმა თქვა, რომ კომპანიაში ასობით მილიონი დოლარის გათეთრება დაფიქსირდა და "ოცნების" ხელისუფლებამ "საშიში და მნიშვნელოვანი დანაშაულები აღკვეთა".

რამდენიმე დღეა, აბსოლუტურად სასოწარკვეთილად, შეიძლება ასე ითქვას, სვამდნენ ერთსა და იმავე შეკითხვას, რომ ბრალდება გაისმა, რომ თითქოს მე ერთ-ერთ ირანელ ბიზნესმენს ბიზნესი წავართვი და ბანკი წავართვი და ა.შ. საკითხი ეხება, დეტალებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ შევდივარ, მაგრამ ძალიან მოკლედ შეიძლება ითქვას, ზედაპირულად, რომ აღნიშნული ბანკი იყო ამერიკის სანქციების ქვეშ მოხვედრილი. მაშინ მე ჯერ კიდევ შინაგან საქმეთ მინისტრი ვიყავი 2013 წელს, როცა ჩვენს კოლეგებთან, ამერიკელებთან და სხვა პარტნიორებთან ამ საკითხზე გვქონდა აქტიური მუშაობა. და მათი უშუალო კოორდინაციით მოხდა აღნიშნული ბანკისთვის ჯერ ლიცენზიის შეჩერება და ა.შ. იმიტომ რომ ასეულობით მილიონი დოლარის გათეთრება დაფიქსირდა ამ ბანკში 2012 წლამდე, მაშინ როცა "ნაციონალები" იყვნენ ხელისუფლებაში. და სწორედ მათთან აფილირებული იყო აღნიშნული ბანკი და კომპანია. ამაზე თუ მეტი დეტალი გაინტერესებთ, შეგვიძლია ნდობის ჯგუფს მივმართოთ თხოვნით და შესაბამისი უწყებები დეტალურ ინფორმაციას წარმოგიდგენენ და გეტყვიან, რაოდენ საშიში და მნიშვნელოვანი დანაშაულები აღვკვეთეთ მაშინ, - ამბობს ღარიბაშვილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი