ღარიბაშვილის სკანდალი | ირანელი ბიზნესმენის მძიმე ბრალდება პრემიერს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში გასული ძებნილი ირანელი ბიზნესმენის სკანდალური ბრალდებების შემდეგ, საგამოძიებო უწყებამ საგანგებო ზომები მიიღო. უწყებაში იბარებენ ყველას, ვისაც ფურიე ნაიებთან კავშირი აქვს. პროკურატურის მთავარი სამიზნე თავად ბიზნესმენია, რომელსაც ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა, თუმცა ამავე პროკურატურას არ აინტერესებს ინფორმაცია, რომელსაც ნაიები ფლობს და რომლის მიხედვითაც, "ოცნების" ლიდერი და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ ჯერზე, შესაძლოა, დიდ კორუფციულ სკანდალში აღმოჩნდეს.

3-დღიანი დუმილის შემდეგ, ერთადერთი ვინც ალაპარაკდა მინდია ჯანელიძეა, მისგან განსხვავებით "მთავრის" ზარებსა და კამერებს გაურბიან ძმები აკაკი და ლაშა ჩხენკელები. არადა, ირანელი ბიზნესმენის მტკიცებით, სამივე ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მოქმედებდა. ჯერ წილი წაართვეს, შემდეგ კომპანია, ქვეყნიდან გააქციეს და ბოლოს კვალის დასაფარად სისხლის სამართლის საქმის მთავარ ბრალდებულად გამოაცხადეს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი