უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიებების დეპარტამენტის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან დეპორტაციის პროცედურით გააძევეს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი:
"ის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს როგორც ადამიანი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე იყო. "ავტორიტეტს" უკრაინის ტერიტორიაზე შესვლაც აეკრძალა. 42 წლის კაცი, რომელიც რამდენჯერმეა ნასამართლევი, წარსულში სხვა ქვეყნების სამართალდამცველების მიერაც იყო დაკავებული სხვადასხვა სერიოზული დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობისთვისაც. უკრაინაში ის ქართული და რუსული კრიმინალური სამყაროს ინტერესებს წარმოადგენს. აკონტროლებდა დაჯგუფებებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ფულის გამოძალვასა და მოპარვაში, აორგანიზებდა კრიმინალურ თავშეყრებსაც", - წერია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: