შსს ადასტურებს, რომ ვატო ყიფიანი დაკავებულია. უწყების ცნობით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, 18-109 მუხლით არის დაკავებული, რაც მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.
სავარაუდოდ ყიფიანის დაკავება ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობის საქმეს უკავშირდება, რომლებსაც 2019 წელს ორჯერ აუფეთქეს ავტომობილი. ამ საქმეზე უკვე გასამართლებულია 6 პირი, თუმცა გამოძიება ამ დრომდე გრძელდებოდა ორგანიზატორების გამოსავლენად. "მთავარის" ინფორმაციით, ვატო ყიფიანი აღნიშნულ საქმეზე მარტში, სუს-ში დაიკითხა. მაშინ ის სპეციალურად ამ გამოკითხვისთვის თბილისში უკრაინიდან ჩამოვიდა.