"მთავარის" ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ვატო ყიფიანი დააკავეს

გამოქვეყნდა:

"მთავარის" ინფორმაციით, ვატო ყიფიანი დაკავებულია. ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთისას დააპატიმრეს. ყიფიანი საქართველოში სავარაუდოდ კიევიდან ჩამოფრინდა. 

უკრაინიდან რეისი დღეს, დაახლოებით სამი საათისთვის ჩამოფრინდა. ჩვენი ინფორმაციით, ყიფიანი ცოტა ხანში უნდა გადაიყვანონ დროებითი მოთავსების იზოლატორში.

ერთ - ერთი ვერსიით, ყიფიანი იმ სანქცირებულთა სიაშია, რომლის ფიგურანტებზეც უკრაინაში ნადირობა დაიწყო. კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ მიღებული კანონის შემდეგ, ყველა ვისაც კრიმინალური ავტორიტეტის სტატუსი აქვს, უკრაინაში იდევნება.

ყიფიანს საქართველოში ბრალი ოფიციალურად არაფერზე არ აქვს წაყენებული. "მთავარი" მისი დაკავების შესახებ დადასტურებულ ინფორმაციას შსს-დან ელოდება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი