
სენაკის სასამართლომ 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შუფარდა.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ და სასამართლოზე დღეს არაფერი უთქვამთ. დეტალებზე არ საუბრობს არც თავად უფლებადამცველი, თუმცა "მთავარის" ინფორმაციით, პირველად ჩვენებაში, ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს.
მამა-შვილი 23 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.
ბრალდების მხარე, ზ.გ.-ს ორ ბავშვზე ძალადობას ედავება. ისტორიის გახმაურების შემდეგ, მეზობლებმა მამა-შვილის სახლი გადაწვეს.
ამავე თემაზე: