ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა და მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის.
ღარიბაშვილის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მინისტრების მისია რეგიონში გადაუჭრელი კონფლიქტების მოგვარებისთვის ძლიერი სიგნალია, რომ ევროკავშირი ხელს უწყობს მშვიდობასა და უსაფრთხოებას სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში.
ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული მედიაციისთვის, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა
სამი ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირი დღეს საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა.