რა მოხდა ვაშინგტონში | ნიკა მელია აშშ-ში ვიზიტს აჯამებს

გამოქვეყნდა:

"უკანასკნელი წლების განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰქონია მსგავსი შეხვედრები აშშ-ში," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" საუბრობს და აშშ-ში ვიზიტს აჯამებს.

გადაჭარბების გარეშე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი დელეგაციის ვიზიტი. უკანასკნელი წლების განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰქონია მსგავსი შეხვედრები აშშ-ში, რაც ჩვენს პარტიაზე დადებითად არ მეტყველებდა, მაგრამ ეს წარსულში იყო და წარსულის შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ, პირიქით გამოვასწოროთ და სწორედ ამით არის საინტერესო პოლიტიკური ცხოვრება, რომ პარტიას აქვს უნარი ბევრი მიმართულებით განავითაროს ურთიერთობები. სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი ჩავარდნა 5-6 წელი უბრალოდ არ გვეპატიებოდა და მჯერა, ამას უკვალოდ არ ჩაუვლია,- თქვა ნიკა მელიამ. 

ნიკა მელიას თქმით, შეხვედრები, რომელიც დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართა, იყო არა მარტო მნიშვნელოვანი, არამედ სასარგებლოც. მელიას თქმით, ენმ-ის წევრები სტრატეგიული პარტნიორების წინაშე საქართველოს ინტერესების წარმომადგენლების რანგში წარდგნენ. 

"ჩვენი გეგმები და ახალი ხედვები, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს გავაცანით და ძალიან საინტერესო იყო მათთვის, რადგან ახალი ფორმაციის "ნაციონალურ მოძრაობას" და ჩვენ მართლა გვჯერა, რომ ძალა წარმატებისა არის თანამშრომლობაში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რაც არ უნდა ვინმეს მცირე თუ დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს, კოალიციური ძალისხმევა არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ და ამაზე პროაქტიული საუბარი ჩვენს პარტნიორებთან, დიახაც იწვევს სიმპატიას. იმიტომ, რომ გვჯერა და მოთხოვნაც არის საზოგადოების ამ ერთობისა და მე პირადად როგორც პოლიტიკოსს მჯერა, რომ  30 წუთის სავალზე რომ რუსის ტანკები და რუსი ჯარისკაცბი დგანან, კოალიციური გაერთიანება უფრო გაუწევს წინააღმდეგობას.",- აღნიშნა ნიკა მელიამ. 

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია აშშ-ში თინა ბოკუჩავასა და ნონა მამულაშვილთან ერთად 12 ივნისს გაემგზავრა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი