"წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილი რა შეშინებულია", - ეს განცხადება "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა გააკეთა.
ბერძენიშვილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და დასავლელი პარტნიორების კიდევ უფრო მკაფიო გზავნილებს ეხმაურება. საქმე ეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის მიმართ მიწერილ წერილს, სადაც ივანიშვილის რუსეთთან ოკავშირეობაზეა აქცენტი გაკეთებული.
ივანიშვილმა უკვე ისე შეტოპა, რომ თავს დამანებებენ, ამით თავს ვერ დაიმშვიდებს იმიტომ, რომ როდესაც ძალიან გავლენიანი კანონმდებლები საკუთარ მთავრობას წერენ, რომ საჭიროა, უკვე სერიოზული რეგიარება, ბიძინა ივანიშვილი, ახლა წარმომიდგენია, რა შეშინებულია, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკულ შეფასებებს ხელისუფლების შეცდომებს უკავშირებს "ერთიანი საქართველო - დამოუკიდებელი მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. მისი თქმით, საქართველოს პარტნიორები უკვე ღიად საუბრობენ პოლიტპატიმრებზე.
მიმაჩნია, რომ გზავნილები, რომელიც მოდის აშშ-ის კონგრესიდან, სენატიდან, ევროპარლამენტიდან და საერთოდ დასავლელი პარტნიორებისგან, არის ძალიან საგანგაშო სიგნალი, - ამბობს ბურჯანაძე.
ხელისუფლებას რომ პუტინის მარიონეტები მათავენ, ამაზე საუბრობს "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების რუსეთთან მჭიდრო კავშირი ამერიკის მხრიდან აღქმულია, როგორც მათი ეროვნილი ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.
ივანიშვილის საქმე დამთავრებულია. შემიძლია გითხრათ, რომ მას განაჩენი გამოტანილი აქვს, უბრალოდ, მასზეა დამოკიდებული, რამდენად დაამძიმებს ამ განაჩენს, - განაცხადა გუგავამ.
ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები, ტედ კრუზის ლიდერობით, საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო, სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართავენ.
წერილის ავტორები სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი არიან. ისინი ბიძინა ივანიშვილს აშშ-ს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებასა და რუსეთის ლობირებაში ადანაშაულებენ.