მამა-შვილმა 8 წლის გოგოს დის გაუპატიურებაც სცადა | პედოფილიის საქმის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

პედოფილიის უმძიმესი საქმე, რომელმაც მთელი ქვეყანა შეგვძრა. ცხადია, ამ საშინელი ისტორიის ყველა დეტალს უბრალოდ ვერ მოვყვებით, მაგრამ დღეს მაინც შევეცდებით გაავაანალიზოთ, რა მოხდა, რატომ ვერ მოხერხდა ამ საშინელების თავიდან აცილება, რატომ არიან პატარები ასეთი დაუცველები. როგორ აეხადა ფარდა დანაშაულს, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა, პატარებს კი აშინებდნენ, მათზე სექსუალურად ძალადობდნენ და ემუქრებოდნენ, ჩუმად ყოფილიყვნენ.

ამ ყველაფერს ახლა მსხვერპლის მშობლები თავად მოყვებიან, ცხადია კონფიდენციალობა დაცულია და არც ერთ დეტალს არ დავაზუსტებთ. ექსპერტიზით დადგენილია, რომ გაუპატიურებულია 8 წლის გოგონა. ის 65 წლის მამაკაცმა და მისმა 35 წლის შვილმა გააუპატიურეს, სავარაუდოდ - არაერთგზის, და წარმოუდგენელი ფორმებით. სექსუალური შინაარსის ქმდების მსხვერპლია ამ გოგონას დაც, რომელიც ახლა 9 წლისაა. ეს ჯოჯოხეთი კი ჯერ კიდევ ბაღის წლებიდან იწყება.

იხილეთ ასევე:

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი