ქართველების დაპირისპირება საბერძნეთის ციხეში - ვინ მოკლა თანამესაკნე | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

პირი, რომელმაც საბერძნეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე მოკლა, დავით მურჯიკნელია. მას საბერძნეთში 2008 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. საქმე ეხება ბერძენი მსახიობის ნიკოლას სერგიო პულოსის მკვლელობას. ცნობილია, რომ მურჯიკნელმა მსახიობს 21 ჭრილობა მიაყენა.

რაც შეეხება საბერძნეთის ციხეში მომხდარს, დაპირისპირების მიზეზი უცნობია, ასევე უცნობია ის, თუ ვინ იყო მოკლული საქართველოს მოქალაქე.

მომხდარს გამოეხმაურა საბერძნეთში საქართველოს საელჩოც. მათი ინფორმაციით, ოჯახს მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი