"ლელო" პროკურატურას მმართველი გუნდის წინააღმდეგ საქმის აღძვრას სთხოვს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების ბოლო წერილს ეხმაურება. "ლელოს" ლიდერები აცხადებენ, რომ წერილში მოყვანილი ფაქტები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ხელს უწყობს უკანონო ბიზენსსაქმიანობას და ასევე, მათი მმართველობის პირობებში, ქვეყანა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს აცდა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით "ლელო" მოუწოდებს პროკურატურას დაუყოვნებლივ აღძრას საქმე მმართველი გუნდის წინააღმდეგ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით.

როგორც ლეგიტიმური ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე აკრძალული სამეწარმეო საქმიანობა არის დანაშაული და ამ სიტყვის არა პოლიტიკური, არამედ პირდაპირ სამართლებრივი გაგებით, - ამბობს "ლელო საქართველოსთვის" წევრი, კახა კოჟორიძე.

 შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა ტედ კრუზის ლიდერობით, საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო, სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართეს. ისინი ბიძინა ივანიშვილს აშშ-ს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებასა და რუსეთის ლობირებაში ადანაშაულებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი