ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, "კინოინდუსტრიის მხარდაჭერის" პროგრამა განახლებული ფორმით აღდგება. მისი განცხადებით, "აწარმოე საქართველოში" რამდენიმე დღეში ახალი განაცხადების მიღებას დაიწყებს.
"ეს პროგრამა უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, ასევე, საქართველოში სხვადასხვა მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი კინოკომპანიის ჩამოსვლას და აქ კინოგადაღებას, ასევე, გარკევული სამუშაო ადგილების შექმნას", - თქვა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, დარწმუნებულები არიან, რომ ეს პროგრამა მომავალ წლებში ძალიან წარმატებული იქნება და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.