"ქართული ოცნების" ჩინოვნიკებს კორუფციული სქემის აწყობაში ადანაშაულებენ, რომლის მიხედვითაც, მთელი სისტემა მომართულია ისე, რომ პაციენტების ნაკადი ძირითადად ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების კლინიკებისკენ გადამისამართდეს. ოპოზიცია ამ კორუფციული გეგმის რეალიზებაში პირდაპირ ადანაშაულებს დიმიტრი ხუნდაძეს.
ხუნდაძემ ბრალდებებს ე.წ ატკატების შესახებ საპარლამენტო გამოსვლის პირველივე წუთებში უპასუხა.
მცხეთის სამედიცინო ცენტრის 100% წილის მფლობელი გელა გოგიშვილია - მცხეთის კლინიკის შემოსავლები იმ წლებში, როდესაც დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, გაიზარდა. ოპოზიციაში საეჭვოდ მიიჩნევენ ამავე პერიოდში, დეპუტატის ცოლის, ლია ხუნდაძის კლინიკაში მუშაობას.
ამ სფეროში ფინანსური გაურკვევლობის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დაადასტურა. დავით სერგეენკომ ამაში თავად მხოლოდ კლინიკები დაადანაშაულა.
მმართველ გუნდში პასუხი არ აქვთ კითხვაზე - რატომ შეჰყავს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას მმართველ გუნდთან დაკავშირებულ კლინიკებში იმაზე მეტი პაციენტი, ვიდრე სხვა დაწესებულებებში.
კლინიკა გულის დირექტორი იმ პრობლემაზე ყვება, რომელიც თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებას აწუხებს, ვინც მმართველი გუნდის კეთილგანწყობა ვერ მოიპოვა.