"2022 წლამდე დიდი დროა... დაფიქრდეს "ლეიბორისტული პარტია" - შალვა პაპუაშვილი დაფინანსების შეწყვეტაზე

გამოქვეყნდა:

"2022 წლამდე დიდი დროა... დაფიქრდეს "ლეიბორისტული პარტია" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა შალვა პაპუაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან" ისაუბრა.

დაფინანსება მათ დღეს აქვთ. წელიწადში 300 ათასი ლარი აქვთ დაფინანსება. სხვათაშორის, დღეს, თუ არ ვცდები, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ წლების განმავლობაში, "ლეიბორისტულ პარტიას" 8 მილიონი ლარი აქვთ მიღებული ბიუჯეტიდან. ისე რომ ხან ბოიკოტში იყო, ხან პარლამენტში არ იღებდა მონაწილეობას, სამივლინებო ხარჯებსაც თურმე იღებდა, მე ეს არ ვიცი მაგრამ ალეკო ელისაშვილმა თქვა, როგორც ჩანს მათ გამოითხოვეს ეს დაფინანსების საკითხები... კანონი, რომელიც ძალაში შედის 2022 წლის 1-ელ თებერვალს ან 1-ელ მარტს, მანამდე ექნებათ დაფინანსება... წინ არის არჩევნები, პოსტსაარჩევნო პერიოდი... შეუძლია "ლეიბორისტულ პარტიას" დაფიქრდეს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება, - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი