გელათში უცხოელმა ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს, თუმცა კომპლექსი კვლავ დაკეტილია

გამოქვეყნდა:

გელათის სამონასტრო კომპლექსში უცხოელმა ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს, თუმცა ტაძარი კვლავ დაკეტილია. ადგილზე მედიას პასუხის გამცემი პირები არ დახვდა, მონასტერს კი სახელმწიფო დაცვის პოლიცია იცავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ პროცესების დახურვა მხოლოდ ერთ, ხელისუფლების მხარეს აწყობს.

მისივე თქმით, გელათის დაკეტვა უცხოელი ექსპერტების ინიციატივა არ ყოფილა.

"ეს გაურკვეველი სიტუაცია მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით გრძელდება, ამ გაურკვევლობას ის დახურული პროცესი იწვევს, რომელიც სახელმწიფომ შემოგვთავაზეს. გუშინ დადასტურდა კიდევ ერთი ფაქტი, რომ ამ პროცესის ასე დახურვა ექსპერტების მხრიდან გამოწვეული არ ყოფილა. ამ მდგომარეობის დაკეტვა აწყობს ერთ მხარეს, ეს არის სახელმწიფოს მხარე, ჩვენ ველოდებით დასკვნას ექსპერტებისგან, რომელიც მალე დაიდება.

მდგომარეობის გაუმჯობესებას ველოდებით და პირველ რიგში, ეს იქნებოდა შემაჯამებელი ბრიფინგის შემდეგ მონასტრის გახსნა",- თქვა თორნიკე ბარათაშვილმა.

უცხოელი ექსპერტები გელათში არსებულ ვითარებას "არასახარბიელოდ" აფასებენ. UNESCO-ს ექსპერტებმა გელატში მუშაობა გუშინ, 28 ივნისს დაასრულესერთი კვირის განმავლობაში მათ როგორც ტაძრის შიგნით, ასევე სახურავზე არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი