პროკურატურის განცხადებით, აბაშაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ ლ.კ.-ს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაკა. გადაწყვეტილება სენკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

"ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 მარტს, აბაშის რაიონში, ლ.კ.-მ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ა.ჩ. გააუპატიურა", - წერია უწყების განცხადებაში.შ

პოლიციამ ლ.კ. 11 მარტს დააკავა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ) წარედგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი