ამოღებულია 12 900 ლარზე მეტის ღირებულების უაქციზო სიგარეტი - დაკავებულია 1 პირი

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. მცხეთა-მთიანეთში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მცხეთა - მთიანეთის რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 12 900 ლარს აღემატება",- წერია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე- 200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი