ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, მის მოვალეობას თამარ ჟვანიას მოადგილე გიორგი შარაბიძე შეასრულებს.
უწყების პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განმარტებით, თამარ ჟვანია ელოდებოდა ახალ საკანონმდებლო სიახლეებს, რის შემდეგაც გეგმავდა გადადგომას:
„დღეს თამარ ჟვანიამ მოიწვია ყველა თანამშრომელი. თანამშრომლებს გაუზიარა თავისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, ზუსტად ერთი კვირის წინ, როდესაც ის იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოში, ხაზი გაუსვა იმას, რომ ის არის ადგილზე, დაელოდება ახალ საკანონმდებლო სიახლეებს. გუშინ შევიდა განახლებული „საარჩევნო კოდექსი“ ძალაში, აქედან გამომდინარე, კომპოზიციურად არჩევის წესი იცვლება, 2/3 სჭირდება ახალ თავმჯდომარეს იმისთვის, რომ ის იქნას არჩეული.“- განაცხადა ნათია იოსელიანმა.
თამარ ჟვანიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, დღეს 30 ივნისს დატოვა. განცხადება მან Facebook გვერდზე გაავრცელა.