ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი მოკლეს. სავარაუდოდ, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის შეძენა ტარებას ითვალისწინებს.
როგორც "მთავარის" ვებ გვერდს უწყებაში უთხრეს, ბრალდებული დაკავებულია.