ერთადერთი გასროლა და სასიკვდილო ჭრილობა გულში. 31 წლის ვანო ბანცაძე პოლიციის მოქმედი თანამშრომლის ტაბელური იარაღიდან გასროლით არის მოკლული. თვითმხილველები "მთავართან" ყვებიან რომ დაპირისპირებაში, რომელიც სისხლისღვრით დასრულდა თავად სამართალდამცველიც მონაწილებდა. ყველანი საბედისწერო დაბადების დღის წვეულების სტუმრები იყვნენ, სადაც კონფლიქტი დაიწყო.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ ახალგაზრდა მამაკაცი უცნობია. გამოძიებას მკვლელობის საქმე 3 პირი ჰყავს დაკავებული.
მოქმედ ძალოვანთან ერთად ბრალდებულთა შორისაა პოლიციელის ბიძა, ერთ-ერთი ვერსიით სწორედ მან ესროლა მიბჯენით ვანო ბანცაძეს. კიდევ ერთ დაკავებულს გამოძიება მტკიცებულებების განადგურებას ედავება.