მედიაზე ძალადობის წახალისება ვერ იქნება კრიტიკული აზრის გამოთქმა - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ისე არ უნდა "გადავთარგმნოთ" რომ პოლიტიკოსებს მედიის მიმართ კრიტიკული გამონათქვამები შეეზღუდოთ.

"ამის ისე გადათარგმნა, რომ რაიმენაირად შევუზღუდოთ პოლიტიკოსებს, მათ შორის მედიის მიმართ კრიტიკული გამონათქვამები, რა თქმა უნდა, არასწორია. წახალისება ვერ იქნება კრიტიკული აზრის გამოთქმა",- ამბობს შალვა პაპუაშვილი.

ჟურნალისტებზე ძალადობის წახალისება დაგმო პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ და თქვა, რომ  "გარემო პოლარიზებულია, ამიტომ "ყველას მართებს სიფრთხილე, განსაკუთრებით თანამდებობის პირებს". 

შეგახსენებთ, რომ გუშინ წალკის მუნიციპალიტეტში TV პირველის გადამღებ ჯგუფს წალკაში თავს დაესხნენამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი