ამოღებული 367 "STIX"-ის უაქციზო ელექტრო სიგარეტი - დაკავებულია ერთი პირი

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.დ

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 367 ცალი "STIX"-ის ფირმის ნიკოტინის შემცველი უაქციზო ელექტრო სიგარეტი.

ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 7 340 ლარს შეადგენს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი