შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლნისში დააკავეს 20 წლის რ.შ.  რომელმაც მდინარეში ასობით ბოთლი ჩაყარა.

ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითიც აღნიშნული მდინარე დააბინძურა", - წერია უწყების განცხადებაში.

წყლის დაბინძურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 1  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი