ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და გზავნილებს არ ვღებულობ საერთოდ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. კითხვა შეეხებოდა, იყო თუ არა კელი დეგნანის მიღებაზე, მისგან გარკვეული გზავნილები შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით.
არა, მე გზავნილებს არ ვღებულობ საერთოდ, ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები. ყველანი ვართ ჩართულები ამ პროცესებში. აუცილებელია, რომ ეს პროცესი წავიდეს წინ და შესრულდეს ყველა ის დაპირებები, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რაც იქნა გაკეთებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ გავალთ ამ პროცესის ბოლოში, - ამბობს ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის დასტურია.
ამ დღის აღნიშვნა ჩვენთვის არის ჩვენი მეგობრობის და პარტნიორობის დღე ასევე და მე ჩავთვალე, რომ აუცილებელი იყო ჩემი აქ ყოფნა და მილოცვა პირადად, ფიზიკურად რომ მიმელოცა ელჩისთვის და გავაგრძელოთ ასეთი შინაარსიანი მეგობრობა და თანამშრომლობა, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
იხილეთ ასევე: